სამართალი

NDI-ის კვლევა: როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა პოლიციას, სასამართლოს და ჯარს

5 წლის მანძილზე NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევებით, წელს პოლიციას ყველაზე მაღალი შეფასება აქვს

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს  გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, პოლიციის საქმიანობის დადებითი შეფასება, წინა წელთან შედარებით 7% -ით არის გაზრდილი და 41%-დან 48% -მდე მოიმატა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევებით, წელს პოლიციას ყველაზე მაღალი შეფასება აქვს.

NDI-იმ 2019 წლის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის 28 მარტიდან – 15 აპრილამდე ჩატარდა და 2 927 ადამიანი გამოიკითხა.

ინსტიტუტების შეფასების ნაწილში  რესპონდენტთა უმრავლესობა სასამართლოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

კერძოდ, გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ სასამართლოს საქმიანობა ძალიან კარგია, 11% მის საქმიანობას კარგად აფასებს, 31% საშუალოდ, 29% ცუდად, ხოლო 9% ძალიან ცუდად. ამასთან, რესპონდენტთა 19% ამ კითხვაზე პასუხს „არ ვიცი“ აფიქსირებს.

საქართველოს ჯარს ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 8%, კარგად 47%, ცუდად კი – 26 %

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni