მოგზაურობა

ავიაკომპანია “SCAT” ნურ-სულთანიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს

ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ყაზახური ავიაკომპანია “SCAT” ნურ სულთანიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

ნურ-სულთანი – ბათუმი – ნურ-სულთანის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 7 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველი სამშაბათსადა პარასკევს შესრულდება.

ფრენები Boeing 737 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ყაზახურ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერომიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 21 მაისს მიენიჭა.

“SCAT” საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულად 2006 წლიდან ოპერირებს. გასულ წლებში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით რეისებსაქტაუდან ასრულებდა.

Facebook Comments