ჯანდაცვა

მშობიარობა იაპონიაში – ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი

1960  წელს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, იაპონიაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, ახალშობილები ხშირად იღუპებოდნენ პნევმონიისა და კუჭ-ნაწლავის ინფექციებით.

იაპონიაში დღეს ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია მსოფლიოს მასშტაბით. ბავშვები დაავადებებისგან დაცულები არიან და უპრობლემოდ იზრდებიან.

 1960-იანი წლების მეორე ნახევარში იაპონიაში ეკონომიკის სწრაფი ზრდა და იწყო და კვებასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებით სიტუაცია გაცილებით გაუმჯობესდა. ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის მონაცემებით, იაპონიაში 1000 ახალშობილზე სიკვდილის რაოდენობაა 0,9, რაც რეკორდულად დაბალი რიცხვია.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სისტემამ „დედებისა და ბავშვების წიგნი“, რომელიც 1948 წელს დაინერგა და 1966 წლიდან მას „დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნი“ ეწოდა. 

მომავალ დედებს , რომლებსაც ექიმები ორსულობას დაუდგენენ, ადგილობრივი ადმინისტრაცია აძლევს „დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნს“, მასში მოკლედ არის გადმოცემული , თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება ქალმა ორსულობის პერიოდში, რა სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაიტაროს ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ, ბავშვთა ვაქცინაციის პერიოდები და ა.შ.

დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოსტირება ადრეულ სტადიებზე ხდება, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, ადვილად გაუმკლავდნენ სხვადასხვა დაავადებებს. იაპონელების მიერ შექმნილი ეს სისტემა მსოფლიოს 40-მა ქვეყანამ გადაიღო და დანერგა.

Facebook Comments
თეგები