როგორც ყველა მეგრელი, იზნაჩალნა ჯენტლმენნი არიან,სანდრას როგორც ქალს მისცეს ხმა

პოლიტიკა უკვე მეხუთე თვეა დავიკიდე კბილებზე, მაგრამ ზოგჯერ მაინც მიმოვიხედავ და ისევ გაკვირვება ეუფლება ჩემს ცნობიერებას (ყოფიერებაზე არაფერს ვიტყვი, ჩემი ყოფიერება სულ გაკვირვებულად დაღებული პირით დაიარება).
აი, რატომ უნდა უნდოდეთ ოქროსსაწმისელი ზუგდიდელების 42%-ს ქალაქის მერად სანდრა ელისაბედ რულამსი?
ალბათ, პროსტა, როგორც ყველა ნამდვილი მეგრელი, რომლებიც აპრიორი, ანუ იზნაჩალნა ჯენტლმენნი არიან, სანდრას როგორც ქალს მისცეს ხმა.
თანაც, ერთი შეხედვით, გარეგნულად, საკმაოდ ჯიშიანი წიოტკაა, განსაკუთრებით უკნიდან თუ შეხედე.
სანდრა რომ არაფრის მაქნისი იქნება, გარდა ინტრიგებისა, ეს ყველა მეგრელმა იცის, მაგრამ მეგრელებს პური თავზე აქვთ საყრელი, ახლა სანახაობა უნდოდათ და ამიტომ 42%-მა სანდრას მისცა.
სანდრამაც სიამოვნებით აიღო, ოღონდ არ ეყო.
ახლა სოფელ-სოფელ წავა საწანწალოდ, თუ არ დაეზარა.
აზრზე არა ვარ, ოცნების ვინ კანდიდატმა გაიმარჯვა, მაგრამ სანდრას ვიზავი ცხონებული კალიგულა რომ ყოფილიყო, კალიგულას მივცემდი ხმას.
ძალიან არ მომწონს მელკი-მელკი-მოყვითალო კბილებიანი ქალები, ცოტათი მღრღნელებს მაგონებენ. მე კი მღრღნელებს ვებრძვი.
და კიდე ალბათ იმიტომ არ მივცემდი ხმას, რომ მე ნაღდი მეგრელი არა ვარ, და სანახაობასაც მე ჩემით ვიქმნი და ვინმე ჰოლანდიელი აფერისტკას დიშოვი აფერისტობაზე არ ვკაიფობ.
ხო, ბარემ კაიფზეც ვიტყვი!
არა – ნებისმიერ ნარკოტიკს, მათ შორის მაროივანეს, კოკა-კოლასა და თამბაქოს! 
გაუმარჯოს გუგული მაღრაძეს, თავისი ანტინიკოტინური ამბიციებით!
რეჟიმი უნდა გასამართლდეს.
მთელი ძალაუფლება – დამფუძნებელ კრებას!
ომი სასახლეებს, მშვიდობა ქოხებს.
მიწა ჯარისკაცებს, წყალი მეზღვაურებს!
ხუთწლედი – სამ დღეში!
გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება! “-წერს ფეისბუქის საკუტარ გვერდზე, დავით კალანდია.

Facebook Comments

ახალი დადებული