პოსტები სოციალური ქსელიდან

რომელი ვთქვი არასწორი? ხალხმა გააგდო სააკაშვილი და ელოდა თუ არა ნაციონალების დასჯას?

ერთი პოსტის გამო, დღეს და გუშინ რამდენიმე ადამიანმა წამშალა, დამბლოკა, მომისროლა!
დანარჩენი ცხრა პოსტი კარგი იყო?
არ ვიცოდი რა უნდა მექნა, გავიღვიძე და ჩემი მეგობრები, ჩემს გვერდზე, ერთმანეთის აზრს პატივს არ სცემდნენ, ლანძღავდნენ…
არ ვიცოდი ვისი მხარე დამეჭირა.
იმისი, ვინც უუფრო მეგობარია?
იქნებ, უცხოს, იმიტომ რომ პირველად მსტუმრობს?
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, როცა ილანძღებით პოლიტიკის გამო?
როდის იყო ლანძღვით დგებოდა ჭეშმარიტება?
მხარე უნდა ავირჩიო?
ვერ ავირჩევ, მე არც ნაციონალური მოძრაობა მინდა და არც ქართული ოცნება.
მეტიც, ნეტა შემეძლოს მხარის არჩევა, არც მეგობრები მეყოლებით გასაშველებელი (ერთი სახის მეგობრები დამრჩებით) და უკეთაც ვიცხოვრებ!
ისეთმა ადამიანებმა გადამიარეთ გუშინ და დღეს, მთელი წელია რომ მაქებთ.
არც შექება მინდა, თუ მხოლოდ იმიტომ მაქებთ, რომ თქვენი მოსაწონი ვთქვი…
არც შექება მინდა, თუ ერთხელაც, როცა თქვენს მოსაწონს აღარ ვიტყვი – დამბლოკავთ.
შვილი ვერ იქცევა ყოველთვის ჩვენს მოსაწონად!
რომელი ვთქვი არასწორი?
2012-ში, ხალხმა გააგდო სააკაშვილი მთავრობიდან და ელოდა თუ არა ნაციონალების დასჯას?
2012 წელს, ოცნება ხალხმა რატომ აირჩია?
სად წავიდნენ ნაცები?
სანდრამ 42 პროცენტი აიღო და ქოცები გამარჯვებას ზეიმობენ? მაგას ითხოვდით 2012-ში?
ახლა ვინც დაგვიდეს ზუგდიდის მერად – ამას ველოდით 2012 -ში?
ტაში – მაშინ!
თუ ეს იყო თქვენი ოცნება, ასეთი პოლიტიკური სპექტრი, ასეთი ეკონომიკური ყოფა, ასე თუ გვესმოდა სამართლიანობა – ტაში! გილოცავთ!

იყოს ასე, მაგრამ – მე მაქვს უფლება ჩემი აზრი მქონდეს?
რომელიმე გამილანძღიხართ პოსტის გამო?
გგონიათ თქვენ სულ ჩემს მოსაწონს წერთ და ამბობთ?
თვლით, რომ შუაში უნდა ჩავდგე და გაგაშველოთ?
საბავშვო ბაღია?

მხარე უნდა ავირჩიო?

ამიტომ, ნუ შემაქებთ, მოვა დრო და თქვენს არმოსაწონ პოსტსაც დავწერ!
არ ვარ მე კარგი გოგო!

პ.ს. ნაცი და ქოცი კი არა, პირადი მტერი რომ იყოს, იმაზეც დავწერ, თუ მართალი იქნება, თუ სიტყვის მიწვდენა ენდომება საზოგადოებისთვის. პროფესია მაქვს ასეთი.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თამო კეშა

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured