სოციალური ქსელები და მედია უცხოური მედია

ფრთხილად, თაღლითებმა სოციალური ქსელით გამოძალვის ახალი მეთოდი აამუშავეს

სოციალური ქსელის მომხმარებლებს თაღლითები ახალი მეთოდით უტევენ. ისინი მსხვერპლს სახელმწიფოს სახელით ტერორისტების ხელშეწყობისთვის დასჯით ემუქრებიან, ამის შესახებ Gizmodo აშშ-ს შინაგამნ საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. 

უწყების მონაცემებით, დამნაშავეები თავიდან მსხვერპლთან რომანტიკულ მიმოწერას იწყებენ სოციალურ ქსელ ფეისბუქის მესინჯერში. შემდეგ ეუბნებიან, რომ უეცრად რაღაც პრობლემა შეექმნათ და ფულის გადარიცხვას სთხოვენ. თუ მოტყუების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდება, თაღლითები ფეისბუქმომხმარებლებს სახელმწიფოს სახელით უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ მან ცოტა ხნის წინ ტერორისტს ფული გადაურიცხა.  

ამის შემდეგ მომხმარებელს უკავშირდება სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ადვოკატი , რომელიც მომსახურებისთვის 1000 დოლარს ითხოვს. ამასთან, თაღლითები რეალურ სახელმწიფო ნომრებს იყენებენ. 

აშშ-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობა გააფრთხილა, არ ენდონ მსგავს შეთავაზებებს. „სახელმწიფო არასდროს მოითხოვს თქვენგან ჯარიმას ტელეფონის საშუალებით. თუ გინდათ, გაიგოთ ვინ დაგირეკათ ამა თუ იმ სახელმწიფო ნომრით, თავად დარეკეთ უწყებაში“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

Facebook Comments