მედიცინა

ჰაერში ტყვიის შემცველობა თბილისის კიდევ რამდენიმე ბაღისა და სკოლის ტერიტორიაზე შემოწმდა

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე განაგრძობს. ამჯერად, ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის შესახებ რამდენიმე ადგილზე მიღებული შედეგები გამოქვეყნდა.

“გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ადგილზე:

ნუცუბიძის ქ.N40ა – N63 საბავშვო ბაგა-ბაღთან;

ნუცუბიძის II მიკრორაიონი – სკოლასთან ,,მწიგნობართუხუცესი“;

ნუცუბიძის IV მიკრორაიონი, N192-ე ბაგა-ბაღთან; 

ჟღენტის ქ.N39, ბაგა-ბაღთან ,,ბავშვთა სამყარო. 
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ადგილზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს. ავტომატური სადგურების საშუალებით თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრებაძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. 

“16 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა:
ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე და ბათუმში 1.1-ჯერ
რუსთავში 1.4-ჯერ
ქუთაისში 2.2-ჯერ.

ნორმაზე გადაჭარბება გამოწვეული იყო განვითარებული სინოპტიკური პროცესით-საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით. 
17 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა: 
ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ
ქ. ქუთაისსა და ქ.რუსთავში 1.5-ჯერ

18 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა:
ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და რუსთავში 1.3-ჯერ
ყაზბეგის გამზირზე – 1.2-ჯერ
ქუთაისში 2.3-ჯერ
ვარკეთილში უმნიშვნელოდ. 

19 მაისს გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში 1.4-ჯერ. 14, 15 და 20 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვედზე nea.gov.ge ყოველკვირეულად ქვეყნდება, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზეა air.gov.ge შესაძლებელი. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni