მედიცინა

“ვერანაირი ტყვია ბავშვს ისეთ პრობლემას ვერ შეუქმნის, როგორსაც ეკრანდამოკიდებულება… მეც მქონდა იგივე პრობლემა” – თემურ მიქელაძის რჩევები მშობლებს

თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული პრობლემაა ბავშვების ეკრანდამოკიდებულება. რა იწვევს მათ ელექტრონულ გამღიზიანებლებზე დამოკიდებულებას, რამდენად სახიფათოა და როგორ უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, ამ თემაზე ექიმმა პედიატრმა თემურ მიქელაძემრადიო “იმედის” გადაცემაში “ჯანმრთელი დილა” ისაუბრა.

– ეს პრობლემაა თუ დაავადება?

– ალბათ, ორივე ერთად. ბოლო 2-3 წელია გადავედით სერიოზულ ეკრანდამოკიდებულებაზე. ეს არის პრობლემა თუ დაავადება – მათ შორის ზღვრის გავლება ძალიან ძნელია. ჯერ კიდევ 30 წლის წინ, ამერიკის პედიატრთა აკადემია მშობლებს, პედიატრებს აფრთხილებდა, რომბავშვები და, განსაკუთრებით 3 წლამდე ბავშვები, არ დაკავდნენ ელექტრონული გამღიზიანებლებით. 30 წლის წინ მხოლოდ ტელევიზორი იყო. მაშინ ვერც წარმოიდგენდენ, რომ ახლა ვიქნებოდით გაჯეტების, სმარტფონების, სხვადასხვა ელექტრონული წიგნის ხანაში და ასე შემდეგ. 2011 წელს, როცა პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გამოჩნდა სმარტფონები და გაჯეტები, აღმოჩნდა, რომ ბავშვების, დაახლოებით, 10-15 პროცენტი იყო დაკავებული ამ ელექტრონული გამღიზიანებლით. ეს ხდებოდა 2011 წელს. 3 წლის შემდეგ ჩატარდა იგივე კვლევა და აღმოჩნდა, რომ 4-5-ჯერ გაიზარდა მათი რაოდენობა. ანუ, დაახლოებით, 75-80 პროცენტამდე. ეს ეხება უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს. პრობლემაა ისიც, რომ 3-4 თვის ბავშვებს უკვე აქვთ კომუნიკაცია ამ ელექტრონულ ნივთებთან. 

mshoblebi

მე 90-იან წლებში დავიწყე ექიმობა. მშობლების ძირითადი ჩივილია ახლაც დამაშინაც, რომ ბავშვი საკვებს არ იღებს. 90-იანებში ძალიან ბევრი სერიალი იყო. ამ სერიალებში გადიოდა სხვადასხვა კლიპი და მშობლები, ბებიები სწორედ ამ სერიალებს ელოდებოდნენ, რომ კლიპები ეყურებინათ ბავშვებისთვის და ამ ფორმით ეჭმიათ. ამ შემთხვევაში ჩვენ, კონცეპტუალური აზროვნების ნაცვლად, რომელზეც არის განათლების სამინისტრო, სასკოლო თუ სკოლამდელი აღზრდა, უმაღლესი სასწავლებლები ძირითადად ორიენტირებულები, ვუყალიბებდით ე.წ. კლიპურ აზროვნებას. კლიპური აზროვნება ნიშნავს, რომ ბავშვი ხდება მასზე დამოკიდებული. მიუხედავად საკვების გემოვნური თვისებებისა, ყველაფერს ერთნაირად იღებს. მშობელსაც უხარია, ჰგონია, რომ აბსოლუტურად უგემოვნო საკვები შეიძლება ძალით აჭამო ბავშვს. ეს არის მშობლის ძალიან დიდი შეცდომა. ჩატარდა ასეთი ამერიკული კვლევა, სადაც 10 მშობელი ამბობდა, რომ თავისი 6 შვილი დაკავებულია ელექტრონული გამღიზიანებლებით და პირიქით, 10 ბავშვი ამბობდა, რომ მისი 6 მშობელი დაკავებულია ელექტრონული გამღიზიანებლებით. 

ჩვენ ვართ ისეთ სამყაროში, სადაც ყველაფერი ვითარდება. რა თქმა უნდა, არ უნდა ჩავკეტოთ ბავშვები, არც გამოგვივა, მაგრამ თუ ჩვენ ბავშვს ვაძლევთ ელექტრონულ საშუალებაზე წვდომას, მაშინ ნება იბოძეთ და პირველ რიგში, შეურჩიეთ მაღალი ხარისხის ელექტრონული გამღიზიანებლები იმიტომ, რომ არ გავაღიზიანოთ თვალი, არ განავითაროს სიმსივნური დაავადებები და ზოგიერთ შემთხვევებში, გამოიწვიოს მხედველობის მოშლა, თვალის გადაღლა, თავის ტკივილი ქრონიკული გადაღლილობის სიმპტომები და ასე შემდეგ. ეს თუ არ გინდათ, მაშინ შეუძინეთ ელექტრონული მელანის შემცველი, საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკა, წიგნები. მას გამოსხივება არ აქვს და საკმაოდ ძვირადღირებულია. ვისაც არ აქვს ამის საშუალება, დღის განმავლობაში, ყველას ვურჩევ, რომ 15-დან 20 წუთამდე შეზღუდონ ელექტრონული ტექნიკის გამოყენება. როგორ? – პირველ რიგში, ბავშვი აუცილებლად დაკავებული უნდა იყოს სპორტით, მუსიკით. უნდა შეიყვანოთ ჭადრაკზე, სხვადასხვა აქტივობაზე. მაქსიმალურად უნდა დატვირთონ მშობლებმა ბავშვები. თუ არ იქნება ეს აქტივობები, ვერანაირად ვერ მოვაშორებთ ეკრანებს.

mshoblebi

ელექტრონული გამღიზიანებლების ჩართვის შედეგად დიდი რაოდენობით გამომუშავდება ე.წ. “ბედნიერების ჰორმონი“ – დოფამინი. დოფამინის გამომუშავების შემდეგ, ეს ბავშვები არიან ეიფორიაში, ჩერდებიან, წყნარდებიან, ადვილად მართავს მშობელი და მას ჰგონია, რომ ამით რაღაცას მიაღწია – ეს არის დროებითი. შემდე მოდის აგზნება, ვეღარ ჭამენ საჭმელს, აქვთ თავის ტკივილის, თვალებისა და ძილის პრობლემები. განსაკუთრებით, ღამის განმავლობაში, როცა კითხულობენ ელექტრონული გამღიზიანებლებიდან. ბავშვი ვერ იძინებს 2- 3 საათამდე, შესაბამისად, დილით გამოუძინებელია. სკოლაში აკადემიური მოსწრების პრობლემა ეწყება, გაკვეთილებს ვეღარ ითვისებს. ბოლო პერიოდში როცა მოგვმართავენ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ სტკივათ თავი, მუცელი, ხელი, გული ერევათ, სუნთქვა უჭირთ და ასე შემდეგ. მათ მეტი სიმულაცია არ შეუძლიათ. მშობელიც ამას ჰყვება, ჰგონია, რომ ამ ბავშვს მართლა ეს პრობლემა აქვს, ტოვებს სახლში. სახლში დატოვებული ბავშვი ისევ მიჯაჭვულია ტექნიკას, და ეს არის სერიოზული პრობლემა.

– რამდენი ხნით ადრე უნდა მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს დაძინებამდე?

– დაძინებამდე ერთი ან ორი საათით ადრე უნდა მოვწყვიტოთ ეკრანს ბავშვი. ოღონდ დღის განმავლობაში, 40 წუთზე მეტი არ უნდა დაკავდეს. მთავარი რაც არის, როდესაც ჩვენ ბავშვს ტელეფონს ვაძლევთ, მისი ინჩი არის ძალიან პატარა, 5 ან 6 მაქსიმუმ. ეს აღიზიანებს მხედველობის გამღიზიანებელს. მხედველობის გამღიზიანებლის გაღიზიანების შემდეგ იწყება მხედველობის პრობლემები. ამიტომაა მოწოდებული, რომ 15 ინჩზე ნაკლები სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება.

– თუ ბავშვს მთელი ღამით სძინავს ტელევიზორის გამოსხივების ფონზე, როგორ გადავაჩვიოთ ამას?

– ბავში, პირველ რიგში, დიდხანს უნდა ასეირნოთ, ძილის წინ. გარდა ამისა, თუ შესაძლებელია, ნახატებით შეგიძლიათ შეუვსოთ, მუყაოს წიგნებით შეიძლება გაართოთ. თუმცა, რომ გაასეირნებთ, უფრო კარგად დაისვენებს და დაიძინებს. 

– რა ასაკიდან შეიძლება, რომ ბავშებს მობილური ტელეფონები შევთავაზოთ? სკოლაში რომ მიდიან, ყველა მშობელი ნერვიულობს და, შესაბამისად, ყველას აქვს მობილური ტელეფონი. მისაღებია, რომ 6 წლის ბავშვი დადიოდეს ტელეფონით?

– რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და ზოგიერთ სკოლაში მე მინახავს, როცა საერთოდ ატოვებინებენ მობილურებს. საერთოდ, 5 წლამდე აკრძალულია ნებისმიერი ელექტრონული გამღიზიანებელი. განსაკუთრებით, მობილური ტელეფონები. თუ გინდათ კომუნიკაცია, შეუძინეთ იაფფასიანი ტელეფონები, რომლებსაც ღილაკები აქვს და უფრო ნაკლები გამოსხივებაც. არის მეორე საკითხი, როცა მშობელი თავადაა დაკავებული, მასწავლებელიც თავადაა დაკავებული და სანამ გაკვეთილს იწყებს, სოციალურ ქსელშია – ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელსაც სჭირდება მკაცრი რეგულაციები. აუცილებელია მშობლებმა, განსაკუთრებით დილის საათებში, დიდი ყურადღება დაუთმონ შვილებს. 

– 12-13 წლის ბავშვი თუ ლეპტოპსაა მიჯაჭვული, ესაუბრები მას და აბსოლუტური იგნორია, პასუხს არ გცემს. 13-14 წლის უკვე არის მოზარდი. აქვს გარდატეხის პერიოდი. როდესაც 5-6 წლის ბავშვზე ვსაუბრობთ, ის უფრო ადვილი სამართავია. ამ შემთხვევაში, მოზარდების მშობლებმა რა გავაკეთოთ?

– ეს არის ეკრანდამოკიდებულების სინდრომი. ამერიკელმა ნეიროფსიქოლოგმა გამოიტანა ასეთი დასკვნა, რომელსაც ეკრანდამოკიდებული ბავშის სინდრომი დაარქვეს. უფრო რთული დიაგნოზია, ვიდრე სხვა პათოლოგიები. ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ისევ, მთავარია მშობლის ჩართულობა, ორივე მშობლის ერთდროული. არა ისე, რომ დედა ჩამოართმევს და მამა შეუსრულებს ან პირიქით. დასჯასაც აქვს თავისი ზომები. თუ ერთი მშობელი ჩაერია და მას უნდა მაქსიმალურად მოწყვიტოს ამ ეკრანს, მეორე მშობელიც, ბებიაც უნდა დაეხმაროს ამაში. ბავშვი რომ ატირდება, ბებია შემოუტანს, ოღონ დაწყნარდესო, – ეს არის პრობლემა.

– რა ვუყო 14 წლის მოზარდს, რომელიც მთელი ღამე ტელეფონშია?

– ეს არის მეორე პრობლემა. ბავშვების 2- 3 პროცენტი 24 საათის განმავლობაში ჩართულები არიან ინტერნეტში. რამდენიმე დღის წინ იყო შემთხვევა, 5 წლამდე ასაკის ბავშვი სპაიდერმენის ფორმით გადმოხტა მერვე სართულიდან, საბედნიეროდ, ეს ბავში გადარჩა. ეს არის ტრაგედია. კონცეპტუალურ აზროვნებას ვწყვეტთ, კლიპურ აზროვნებას ვუვითარებთ და ბავშვს ჰგონია, რომ ისე უნდა მოიქცეს. ამიტომ, მთავარია მშობლების ჩართულობა. ბავშვები ორსულობიდან დამოკიდებულები არიან ელექტრონულ ტექნიკას, რადგან ორსული დედა მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრ დროს უთმობს ამ ტელეფონდამოკიდებულებას. იყენებენ სოციალურ ქსელებს და მათ არ აქვთ მაღალკვალიფიციურ წყაროებზე ხელმისაწვდომობა. იქ არის უამრავი უაზრო ინფორმაცია, რომელიც პირიქით, ძაბავს მშობელს. დავუშვათ, რაღაც დიაგნოზს დავუწერ მე ბავშვს, ადგება ეს მშობელი და ამოწმებს სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე. მეორე დღეს, დედა არის განადგურებული. ამიტომ, ამ საიტებით დაკავებას, სჯობს ბავშვს მოვასმენინოთ გემოვნებიანი მუსიკა ორსულობის დროს, ერთი საათის განმავლობაში და მაქსიმალურად, დედა მოსწყდეს ელექტრონულ გამღიზიანებლებს. არასოდეს, დიდი რაოდენობით არ მოხდეს ფოტოპოზირება ბავშვებთან ერთად. განსაკუთრებით, მათი სოციალურ ქსელში ატვირთვას. ეს არ არის მარტო ჩემი რეკომენდაცია. ზოგადად, ბავშვისთვის ყველაზე კარგი ფსიქოლოგი დედა და მამაა. თუ დედა და მამა მოიცლის, გამოყოფს დროს, მათ ეს პრობლემები მოუგვარდებათ. 

– თუ მცირეწლოვანი ბავშვი არ ჭამს საჭმელს მანამ, სანამ არ ჩაურთავენ რაიმეს, როგორ უნდა გადააჩვიოს მშობელმა?

– მას მშობელმა შეუქმნა უკვე პრობლემა, რომ ჭამის დროს მიაჩვია რაღაცის ყურებას. ეს არის ე.წ. პავლოვის რეაქცია. როგორც გაუკეთეთ, ნება იბოძეთ და გადააჩვიეთ, თორემ მიიღებთ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემას. თუ ერთი ან ორი კვირა არ შეჭამს, შეჭამოს მეოთხე კვირას. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ 2 წლის ბავშვს მონაწილეობა მიაღებინოთ საკვების მომზადებაში. მას როგორც უნდა ისე გაუფორმეთ, შეუზავეთ სხვადასხვა სუნელით, თქვენ მეტი დრო გამოყავით და პრობლემა მოგვარდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბავშვებს შეუძლიათ ნებისმიერი უხარისხო საკვების მიღება ტელეფონდამოკიდებულების დროს, მიუხედავად გემოვნებისა. ასევე არასწორი ჯდომაა პრობლემა, კუნთები მოდუნებულია ასეთ შემთხვევაში, ხერხემალი დეფორმირდება და აქედან იწყება წელის, თავისა და ხერხემლის ტკივი და ასე შემდეგ, იმიტომ, რომ კუნთები მოდუნებულია მთელი დღე არასწორად ჯდომის გამო. თუ აკვირდებით, ბავშვები სხვადასხვა საიტზე რომ შედიან, ერთი წუთის განმავლობაში რამდენიმე ახალ ინფორმაციაზე გადადიან. მშობელი დაკავებულია სამსახურით, გვაქვს სხვადასხვა სოციალური პრობლემები, ბავშვები არიან აღმზრდელებთან. აღმზრდელებსაც თავის პრობლემები აქვთ. ეს ბავშვები სხედან მთელი დღე ელექტრონულ გამღიზიანებლებთან, ჩართულია სხვადასხვა მულტფილმი და ასე შემდეგ. ეს არის კატასტროფა. გვყავს ზომბირებული ბავშვი, ამიტომ, მეტი ჩართულობაა საჭირო. ექიმთან მიყვანა ამას ვერ მოაგვარებს. ვერანაირი ტყვიის მაღალი შემცველობა ისეთ პრობლემას ვერ შექმნის, როგორც ელექტროდამოკიდებულება. 

– ბავშვი არის არარეალურ სამყაროში და როგორ დავუბრუნოთ ის ამ სამყაროს, თუ არ გვემორჩილება.

– ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა. საუკეთესო ფსიქოლოგები არიან დედა და მამა, შემდეგ ბებია და ბაბუა. ერთი საათი დედამ უნდა გამოყოს, ერთი მამამ და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში, ყველა მეორე ბავშვი, ვინც შემოდის ჩემთან ვიზიტზე, ტელეფონითაა ხელში. ან გარეთ რომ გამოვდივარ, მშობლები არიან მობილურში ჩართულები და ეს ბავშვები სადღაც დარბიან. მეც მქონდა იგივე პრობლემა, მაგრამ მეტ-ნაკლებად გადავწყვიტე. ყველა ბავშვს რაღაც მომენტში სჭირდება წახალისება. ჩვენს დროს სულ 5- 6 სათამაშო იყო, თუმცა ვერთობოდით. იქ სხვა ღირებულებები იყო, მუსიკა, ხატვა, ძერწვა და ასე შემდეგ. ახლა ერთ ოთახში ბავშვს 200- 300 სათამაშო უყრია, არ ინტერესდება ამ სათამაშოებით და მიჯაჭვულია ელექტრონულ მოწყობილობებს. გარდა ამისა, მულტფილმებში მარკეტინგული გათვლაა, იმ გმირებს ისე მიაჯაჭვოს ბავშვები, რომ წავიდნენ და იყიდონ ის სათამაშოები. ბავშვიც ყიდულობს უხარისხო სათამაშოებს, რომელშიდაც ტყვიის მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია მშობლის ჩართულობა დილით და საღამოს. ჩემი შვილები დადიან ფიგურულ სრიალზე, მუსიკაზე, დილით ადრე ვაღვიძებ, თავად უკრავენ ფორტეპიანოზე და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ის უხარისხო სათამაშოებიც ფული ღირს. ერთი ელექტრონული გამღიზიანებელი რაც ღირს, იმით თქვენ ერთი წლის განმავლობაში გადაიხდით რომელიმე წრის გადასახადს. აქ დაზოგეთ თანხა და ეს პრობლემა მოგვარდება. ყველა მეორე ბავშვი დაკავებულია მობილურით, თუ საზოგადოების, საინფორმაციოებისა და მშობლების ჩართულობა იქნება, ამით მაქსიმალურად თავიდან ავირიდებთ ამ სერიოზულ პრობლემას. 

https://advertlineadge.hit.gemius.pl/hitredir/id=p8zg7Pept6bfV7M_wrvv62ZU7OpBJlBFytfvALvt3wP..7/stparam=wmdpjpsudu/fastid=cegwontcuhxpnxhjlfsbptafcbkq/sarg=5B03BE648B9AAD5F%7C_cdata%3A1618932_1023%2C1881014_0%2C1909570_127%2C1909592_0%2C1909604_8191%2C1913473_1023%2C1913477_0%2C1943378_0%2C2116730_0%2C1944842_4095%2C1945007_8191%2C2105724_0%2C1974999_0%2C2130777_0%2C2145695_0%2C2157361_0%2C2157362_0%2C2157391_0%2C2157499_0%2C2159701_0%2C2163240_0%2C2163679_0%2C2175854_0%2C2180429_0%7C_vid%3A377092319056649081/url=https://www.facebook.com/BabyLineLtd/

წყარო:mshoblebi.ge

Facebook Comments