უცხოური მედია

მწერალი ჯუდიტ კერი გარდაიცვალა

საბავშვო მწერალი, ცნობილი მოთხრობის „კატა მოგის“ ავტორი ჯუდიტ კერი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, – წერს გამოცემა Guardian-ი.  

50-წლიანი კარიერის განმავლობაში მან 30 წიგნი გამოსცა. მისი ცნობილი რომანია „როცა ჰიტლერმა ვარდისფერი კურდღელი მოიპარა“. ჯუდიტ კერი 1923 წელს გერმანიაში დაიბადა. 1936 წელს ოჯახი საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა. მან წიგნების გამოცემა 40 წლის ასაკში დაიწყო. მისი წიგნი „The Tiger in The Tiger Who Came to Tea“ მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. 

Facebook Comments