ისტორია

რა წერია წიგნში, რომელიც 1956 წელს კრემლის ბრძანებით დამალეს-საქართველოს მოპარული ისტორია

რა წერია წიგნში, რომელიც 1956 წელს კრემლის ბრძანებით დამალეს? – ამის შესახებ „იმედის” ეთერში გადაცემა „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად” ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელი საუბრობს.

„ეს წიგნი არის ივანე ჯავახიშვილის  შედგენილი პროექტი, შემდეგ მაკეტი, რაც თავის უბრწყინვალეს მოსწავლეებთან სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილთან ერთად გააკეთა. ანუ წიგნს სამი ავტორი ჰყავს: ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი. ჩვენ ქართველებს,  ამ დარგის, რასაც ისტორია ჰქვია,  ამაზე დიდი ადეპტები არ გვყავს. წიგნი 1943 წელს გამოიცა,  1956 წლამდე  სკოლებში საქართველოს ისტორია ამ წიგნით ისწავლებოდა. 1956 წელს პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მოვიდა წერილი, გრიფით – „სრულიად საიდუმლო”. როდესაც ეს წერილი ვნახეთ, 2012 წელს, შემეშინდა 1956 წელს დაწერილი წერილისა,  „აიკრძალოს, დამალეთ, დაწვით” – ეს გრიფით „სრულიად საიდუმლო”  უნდა წაეკითხა ცეკას პირველ მდივანს, მეორე მდივანს, იმიტომ, რომ რუსეთის წარმომადგენილია, იგივე მეფისნაცვალი, და უშიშროების კომიტეტის  თავმჯდომარეს ანუ სხვას ხელწდომა ამ წერილზე არ ჰქონდა, რადგან გრიფით „სრულიად საიდუმლო” იყო.

ამ დროს ივანე ჯავახიშვილი ცოცხალი არ არის, სიმონ ჯანაშიაც 1947 წელს გარდაიცვალა, დარჩენილია ნიკო ბერძენიშვილი, რომელიც ისტორიის ინსტიტუტის დირექტორია. წერილში წერია: „დაიჭირეთ ნიკო ბერძენიშვილი”!  წიგნში ისეთი ამბები წერია, ბატონებო და ქართველებო, რომელმაც შეაშინა არათუ  კრემლი, არამედ ბევრი სხვა. რადგან ისინი  ქართველთა წარმომავლობას შუმერიდან იწყებენ. ეს ცნობილი იყო სპეციალისტებისთვის, თუმცა, ფართო საზოგადოებასა, ახალგაზრდობას ეს არ უნდა გაეგო. არ უნდა გაეგო ის, რომ ინდოევროპელი ბერძნები იპყრობენ ქვეყანას, სადაც  პელაზგები ცხოვრობენ, ანუ პროტოქართველები. მითვისებული იქნა თავიდან  ბოლომდე პელაზგური კულტურა. ამ დროს თვითონ ველურები არიან. ასევე ინდოევროპელები იპყრობენ ქვეყანას, რომელსაც მერე იტალია დაერქმევა და ცხოვრობენ ეტრუსკები.

ეს წიგნი გამოვიდა ქართულად, რუსულად, ინგლისურად და თურქულად. დაუკვირდით, თუ რას აპირებდნენ ამ წიგნით, რომ მსოფლიოს გაეგო. საშიშროება იმაში მდგომარეობდა, რომ გამოდის შენ წინარე ხარ ბერძნული,  რომაული და ეგვიპტური კულტურისა. ჩვენ გვაქვს უდიდესი ცივილიზაცია, – აი, ეს იყო უდიდესი საშიშროება. 

თუ ამ წიგნს მიყვები, ეს უკვე იმას ხსნის, რასაც ქრისტიანობა ჰქვია. კერძოდ – მიადგები უკვე ბიბლიასაც. ბიბლიაში ვაწყდებით, მამა აბრაამი ქალდეველი, ქალაქი ურიდან… მამა აბრაამიდან დაწყებული, მარიამით დამთვარებული, ყველა არის ქალდეველ-ხეთელი, ქალდეველ-ხეთელი… საფლავსაც ერთად იღებენ და ერთად საფლავდებიან ქალდეველ-ხეთელები.  ეს ქალდეველები და ხეთელები, ქალაქი ური, ქალაქი ურთა, ქალაქი ერიდუ, ლაგაზი, ურეკი, სოფელი ქალდეა, გვარი ქალდანი, ხეთა და ა.შ… აქ უკვე ყველაფერი გაიხსნა.

რასაც  ახლა  გეტყვით, ამას ქართველი საზოგადოება პირველად გაიგებს. თალმუდში ამოვიკითხე შოკისმომგვრელი რამ – ებრაელების ღმერთი იაჰვე ეუბნება ებრაელობას, თუ გინდათ, მე გავიგო, ჩემმა ანგელოზებმა (ანუ ღმერთის ანგელოზებმა) არ იციან ეს ენა, ქალდეურ ენაზე ილოცეთ და მომმართეთო. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა,   უნდა დაემალათ.  აი, ჩვენ, ქართველები, ამის მატარებელი ჯიში ვართ. აქ უკვე მიდიხარ იქამდე, რასაც უფალი ჰქვია, მამა ღმერთი. იესოს ვეძახით,  ძე აბრაამისა და დავითისა… ბაგრატიონები ხომ ამბობენ, „დავითთიანნი”, – ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ებრაელები არიან, – არა, გენეტიკური მდგომარეობა დავითისა და  ბაგრატოვანთა ერთია, ისევე როგორც სამეფო გენეტიკური ხაზი აქვს მარიამ ღვთისმშობელს. რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნე ამის შესახებ, რომ თუკი ამას კარგად დავუკვირდებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაგრატოვანები და მარიამ ღვთისმშობელი ერთი გენეტიური ხაზის მატარებლები არიან. ამით მთელი მსოფლიო ისტორია ბრუნდება. თუმცა, მარტო ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ და ნიკო ბერძენიშვილმა კი არ იცოდნენ, ამის შესახებ უდიდესმა მეცნიერებმა იცოდნენ. მაგრამ ეს არ იყო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, ეს არის ვიწრო წრისთვის. ფართო საზოგადოება ამ სახელმძღვანელოთი იგებს.

მე და ბრწყინვალე ისტორიკოსმა, ბატონმა ზურაბ რატიანმა  განათლების მინისტრს ვუთხარით, დაბრუნდეს საქართველოს მოპარული ისტორია სკოლებში. იმიტომ, რომ ილია გვეუბნება, „ერის გათახსირება, პირქვე დამხობა და გაწყალება იწყება მაშინ, როდესაც შენს ისტორიას დაივიწყებ”. გათახსირება უკვე დაწყებულია. საქართველოს ისტორია საინტერესო აღარ არის, არ არის საინტერესო მარიამ ღვთისმშობელი, არ არის საინტერესო იესო ქრისტე… ბოლო ამოსუნთქვისას, როდესაც იესომ თქვა, „ელი, ელი, ლამა  საბაქთან” – ეს იყო პროტოქართული ენა. იესო ლაპარაკობდა ქალდეურად, მაგრამ როდესაც ესაუბრება მოციქულებს, მაშინ არამეულად საუბრობს, მაგრამ როდესაც გასაკეთებელი აქვს რაღაც ისეთი,  თუნდაც ეშმაკები  განდევნოს, მამას უნდა ესაუბროს, მაშინ სხვა ენაზე საუბრობს, აი,  ეს ის ენაა, რასაც ქალდეური ენა ჰქვია. როგორ შეიძლება, ამაზე დოკუმენტური ფილმი არ გაკეთდეს?!

ტარკოვსკის მოსწავლე დათო ნაცვლიშვილს, ზურაბ რატიანსა და მე სცენარი, სინოფსისი  გვაქვს ამ წიგნის მიხედვით. ვიღაც ქართველი უნდა მოიძებნოს, რომ გადავიღოთ ფილმი, მსოფლიოს დავუტრიალოთ „Discovery”-ზე, ეს უნდა ვაჩვენოთ და გავაგებინოთ”, – ამბობს მეცნიერებათა დოქტორი. 

წყარო: geotimes.ge

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni