პოსტები სოციალური ქსელიდან

,,საინტერესოა, გვაპატიებენ ამ ვალს, თუ რუსეთს მოვუგებთ ომს?”

,,კაცმა ორი მილიარდი (2 000 000 000) თავისი კუთვნილი მწვანე დოლარი დახარჯა, თავისი ჯიბიდან ამოიღო და დახარჯა, დახარჯა თავისი საკუთარზე საკუთარი ფული და არა ამერიკის ნაჩუქარი, არა ღამე ნამძინარევი ნოტარიუსების მიერ საქმოსნებისგან გადაფორმებული, არა სიკვდილის მუქარით ციხეში გამომწყვდეულების ძალით გადანაჩუქრებული, არა სოროს-მოროს გრამაცინკლის ლანგარზე მირთმეული, არა მსოფლიო ბანკიდან პროცენტით გამოტანილი, არამედ თავისი, თავისი! საკუთარი!! ფული!!! ქველმოქმედებაზე დახარჯა, და მაინც კიდევ ყოველ დღე სულ რაღაც პრეტენზიები და უკმაყოფილებაა ამ ადამიანის მიმართ.
და განა მხოლოდ ქველმოქმედება? 
ბოლო-ბოლო მუნიანი მიშა მოაშორა ამ ქვეყანას, რისთვისაც მას დიდი მადლობა ეკუთვნის მადლიერი მოსახლეობისაგან, პირად საქმეში შეტანით.
მაგრამ არა, კიდევ რაღაცას აყვედრიან, თხოვენ, აძალებენ, აბრალებენ.
ალალად ვიტყვი, გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი რომ კარგი გაძლება მისცა მას გამჩენმა.
ნერვები ჰქონია ფოლადის ბაგირივით.
კაცს სეიშელის (თუ არ ვცდები) ერთ-ერთი კუნძული აქვს ნაყიდი და მაინც არ შორდება აქაურ ლანძღვა-ძიძგიალობას, უმადურობას და გამოუდარებელ ამინდს! 
ამ კაცს ნამდვილად ყვარებია ეს კუთხე-კუნჭული, აბა სხვა მე მისი საქციელის ახსნა-განმარტება არ მომეძებნება.
ხო, და ახლა იკივლეთ რომ ვთვალთმაქცობ და დღეს-ხვალ სიებიდან გაშვებული კოღუაშვილის ადგილს ვუმიზნებ.
მაშინ აქ მოკვდეს დათიკო, თუ ეს ასეა და გულით თუ არ ვამბობდე!

P.S. ისე კი მუნიანმა მიშამ ქვეყანა 2 მილიარდი საგარეო ვალით ჩაიბარა და 10 მილიარდი ვალით დატოვა.
საინტერესოა, გვაპატიებენ ამ ვალს, თუ რუსეთს მოვუგებთ ომს?
“-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, დავით კალანდია

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni