კულინარია

ჰაეროვანი და ფაფუკი კექსები არაჟნით 20 წუთში!

ინგრედიენტები:

4 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

100 გრამი კარაქი

5 ს.კ. არაჟანი

2 ჭიქა ფქვილი

ვანილი (პატარა შეფუთვა)

2 ჩ.კ. საფუარი

საცხობი ფორმები

მომზადება:

კვერცხები თქვიფეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე შაქართან და ვანილთან ერთად.

დაამატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი.

ცალკე ჭურჭელში კარგად გაცერით ფქვილი და დაამატეთ მასში საფუარი. საფუვრისა და ფქვილის ნარევი ნელ-ნელა ჩაამატეთ მომზადებულ მასაში. მიღებული ცომი თავისი კონსისტენციით არაჟანს უნდა მოგვაგონებდეს.

სპეციალური საცხობი ფორმების 2/3 შეავსეთ ამ მასით. 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ ისინი გამოსაცხობად 20-25 წუთით.

წყარო:popsugar.geჰაეროვანი და ფაფუკი კექსები არაჟნით 20 წუთში!

Facebook Comments