უცხოური მედია

ვორონეჟში სხივური თერაპიის დროს სამედიცინო აპარატმა პაციენტი გაჭყლიტა

რუსეთში, ვორონეჟის ონკოდისპანსერში სხივური თერაპიის აპარატი პროცედურის დროს წყობიდან გამოვიდა, რის შედეგადაც პაციენტი ქალი გაჭყლიტა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

უბედური შემთხვევა 22 მაისს დილით მოხდა. პროცედურის დროს 2006 წელს გამოშვებულ ჩეხურ აპარატს Teragam სავარაუდოდ, ასაწევი მექანიზმი გაეჭედა. ტექნიკური გაუმართაობის გამო პაციენტი დაიღუპა.  

წინასწარი ინფორმაციით, ქალი მკერდისა და მუცლის არეში მიყენებული ტრავმებით გარდაიცვალა. მაგიდაზე მწოლიარე პაციენტს აპარატი ზემოდან დააწვა. 

ოლქის გუბერნატორმა ტრაგედიის მიზეზების გამოძიება მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს დაავალა.

საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პროფესიული მოვალეობის არასათანადო შესრულების გამო, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 

Facebook Comments