სოციალური ქსელები და მედია

„რუსთავი 2-ში“ პარტნიორთა კრება მიმდინარეობს

უკვე 2 საათია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ პარტნიორთა კრება მიმდინარეობს, სადაც არხის მენეჯმენტს ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის ინტერესების დამცველი ხვდება.

ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აუდიტორულ კომპანიისთვის გადასაცემად ტელეკომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციას მოითხოვს. ასევე განიხილება დავის არბიტრაჟში განხილვის შესაძლებლობაც. ტელეკომპანიის წარმომადგენლების პოზიცია, კრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„განსახილველ საკითხებს წარმოადგენს დავის ალტერნატიული გზების განხილვა. ვეხმაურებით ამით კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არბიტრაჟში მოხვდეს საქმის განხილვა და გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შეთავაზება. ჩვენი წინადადების მიხედვით, კომპანიას შეუძლია თავისი ფინანსური დოკუმენტაცია გადასცეს ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რომელიც განიხილავს ფინანსურ დოკუმენტაციას, მიიღებს გარკვეულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და ამით „რუსთავი 2″-ის ყველა პარტნიორს საშუალება ექნება, სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე ჰქონდეს ხელთ წამყვანი აუდიტორული კომპანიის გადაწყეტილება, თუ რა ფინანსური მდგომარეობაა კომპანიაში. ეს საშუალებას მისცემს ჩვენს ოპონენტებს მათთვის კომფორტული ასპარეზი ჰქონდეთ”, – განაცხადა ადვოკატმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni