Advertisements

ჩერნობილის აეს-ის მშენებლები ამბობენ, რომ მათთან უცნობი მოხუცი მიდიოდა და აფრთხილებდა

ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კატასტროფაზე HBO-ს მიერ გადაღებულმა ფილმმა, რომელიც ეკრანებზე სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა, მაყურებელში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. მათ კი ვისაც ის პერიოდი და საბჭოთა უკრაინაში მომხდარი კატასტროფა კარგად ახსოვს, დავიწყებული ტრაგედია ხელმეორედ განაცდევინა.

Nusagi

თეოლოგები ამბობენ, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფა მრავალი საუკუნის წინ არის ნაწინასწარმეტყველები. ბიბლიის ახალ აღთქმაში, იოანეს გამოცხადებაში საუბარია ვარსკვლავზე, რომელსაც სახელად „აბზინდა“ ჰქვია. აბზინდა მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, რომელსაც უკრაინულად ჩერნობილი ეწოდება.

“მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყალთ წყაროებზე, ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა. წყლების ნაწილი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისგან, ვინაიდან დამწარდნენ ისინი.”
გამოცხადება, თავი 8.

სკეპტიკოსების აზრით, აქ უცნაური არაფერია, რადგან ეს დამთხვევა მხოლოდ სახელწოდებებს ეხება და არა რეალურ შედეგებს. მათი აზრით, იმ პერიოდში რადიაციით დაღუპული ადამიანების რიცხვი არ არის ძალიან დიდი, თუმცა ამის ზუსტი სტატისტიკა დღემდე არ არსებობს.

სკეპტიკოსთა საპირისპიროდ, არსებობს მოსაზრება, რომ ბიბლიური ტექსტის ჩერნობილთან ალეგორია საკმაოდ ზუსტია. რადიაციამ დააბინძურა და მოწამლა უზარმაზარი ტერიტორიები, კატასტროფის შედეგები კი, დღემდე არ არის შესწავლილი. საბჭოთა ხელისუფლება თავდაპირველად მომხდარს არ ახმაურებდა, ამიტომ ევაკუაცია დაგვიანებული აღმოჩნდა. აფეთქებიდან ორი დღის განმავლობაში ხალხმა მაქსიმალური რაოდენობის რადიაციული დასხივება მიიღო. სიკვდილიანობა მეორე წელს დაიწყო და რამდენიმე წელიწადში ათეულ ათასს მიაღწია.. აფეთქებიდან 10 დღის განმავლობაში რადიოაქტიურმა ღრუბელმა ბელარუსამდე, რუსეთამდე, სკადინავიისა და ევროპის სხვა ქვეყნებამდეც მიაღწია.

1995 წელს, უკვე დამოუკიდებელმა უკრაინამ თქვა, რომ კატასტროფასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 125 000 ადამიანი გარდაიცვალა. ავარიის ლიკვიდაციაზე 500 000 კაცი მუშაობდა, აქედან ჯანმრთელი მხოლოდ 10% დარჩა. ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს კაცობრიობა დღემდე იმკის, რაც გახშირებულ ონკოლოგიურ დაავადებებში გამოიხატება.

ამგვარად, ბიბლიური წინასწარმეტყველის მიერ ჩერნობილის ტრაგედიის წინასწარ განჭვრეტა ბევრ ადამიანში ეჭვს არ იწვევს, მით უმეტეს, რომ არსებობს ერთი საინტერესო ფაქტი: მშენებლები, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს აშენებდნენ, ამბობენ, რომ ახლომდებარე სოფლიდან მათთან ერთი მოხუცი კაცი ჩამოდიოდა და ეუბნებოდა, რომ ეს მიწა დაწყევლილია და თუ იქ რამე აშენდებოდა, დიდი უბედურება მოხდებოდა. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული