მეცნიერება

სიცხის მოულოდნელი სარგებელი დასახელდა

გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიცხის დროს ქალების შრომის ნაყოფიერება იზრდება. კერძოდ, ისინი უკეთ უმკლავდებიან არითმეტიკულ და ვერბალურ დავალებებს. ამასთან, ტემპერატურის მატებისას, ამ მიზეზით  მიღებული მოგება ჯამში გადაწონის  მამაკაცებში შრომისუნარიანობის დაქვეითებით მიღებულ ზარალს. სტატია ჟურნალში PLOS One გამოქვეყნდა.

კვლევაში მონაწილეობდა 500 მამაკაცი და ქალი. მათ სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში კოგნიტური, მათემატიკური და ვერბალური ტესტები გაიარეს. ექსპერიმენტის დროს ტემპერატურა 16-დან 32 გრადუსამდე მერყეობდა. 

კვლევამ აჩვენა, რომ ქალები მაღალ ტემპერატურაზე დავალებებს გაცილებით უკეთ ართმევდნენ თავს, მამაკაცები კი, პირიქით – შედარებით დაბალზე. მეცნიერების თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ შრომის ნაყოფიერების ოპტიმალური დონე ოფისებში შედარებით მაღალი ტემპერატურის დროს მიიღწევა, ვიდრე ამჟამად არსებული სტანდარტია. 

Facebook Comments