ჯანდაცვა

ამერიკელი ქალი ამტკიცებს, რომ კიბოს ბოლო სტადია კანაფის ზეთით მოირჩინა

8 წლის წინ რონდა გოსეტისთვის სამყარო გაჩერდა. მრავალშვილიან დედას ტვინის სიმსივნის მე-4 სტადია დაუდგინდა, რომლის მეტასტაზები უკვე ძვლებზე იყო გადასული. ქალს შანსები თითქმის აღარ ჰქონდა.

ქალის მეუღლე ადგილობრივ სააგენტო  Kfor.com-თან ყვება, რომ რონდა კიბოს ქიმიოთერაპიის მეშვეობით ებრძოდა. მისი თქმით, ქიმია, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს, არც ჯანმრთელობას ინდობს. 

რამდენიმე კურსის შემდეგ რემისია დადგა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ კიბო დაბრუნდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ქიმიოთერაპია სავარაუდოდ, უკვე უძლური იყო, რადგან მეტასტაზები უკვე ტვინს მისწვდა. ოჯახი მთელ იმედებს ახალ, ექსპერიმენტულ წამლებზე ამყარებდა, რომლებმაც არანაირი შედეგი არ გამოიღო. მაშინ ოჯახმა ახალ მეთოდს მიმართა, რომელიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის მაღალი შემცველობის მქონე კანაფის ზეთის მკურნალობას გულისხმობს.

„მკურნალობის დაწყებიდან სამ კვირაში დადებითი დინამიკა გაჩნდა, სითხე, რომელიც ტვინში იყო დაგროვილი, მთლიანად გაიწოვა, რონდა თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა“,-ყვება დარენ გოსეტი.

იმ დროისთვის ქალი 41 კგ-ს იწონიდა, თუმცა 2 წლის განმავლობაში წონაში საგრძნობლად მოიმატა. ახლა კანაფის ზეთი მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. დაავადების სიმპტომები გაქრა. ამის გამო, რონდა და მისი მეუღლე სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეები გახდნენ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენებას და ლეგალიზაციას, რადგან ვგრძნობთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის ეს არის შანსი, სცადონ სიცოცხლის გახანგრძლივება“,-ამბობს დარენ გოსეტი. 

„ეს  საჭიროა, რომ პაციენტს შეუმსუბუქდეს ტკივილი, გულისრევა, შეძლოს დაძინება, დაუბრუნდეს მადა, დაეხმაროს, რომ მოისვენოს“,-ამბობს რონდა და აღნიშნავს, რომ ორი წელია, მას კიბოს სიმპტომები აღარ აქვს, რისთვისაც მადლობას უხდის „კანაბისს, ღმერთს და ამ მეთოდით მკურნალობის მომხრეებს“. 


Facebook Comments
თეგები