BBC- ფემინისტმა მწერალმა პირდაპირ ეთერში შეიტყო, რომ მისი წიგნი მთლიანად შეცდომაზეა დაფუძნებული

ამერიკელი მწერალი და ფემინისტი ნაომი ვულფი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი იმის შესახებ,თუ როგორ დევნიდნენ გეებს ვიქტორიანულ ექპოქაში, იძულებული გახდა, პირდაპირ ეთერში ეღიარებინა, რომ მისი არგუმენტაციის ძირითადი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ BBC წერს.

მისი ბოლო წიგნი, „დევნა: სექსი, ცენზურა და სიყვარულის კრიმინალიზაცია“ ბრიტანეთში გასულ კვირას გამოვიდა. 

წიგნში ვულფი წერს, რომ ვიქტორიანულ ეპოქაში გეებს სიკვდილით სჯიდნენ. თავისი არგუმენტების საფუძვლად მწერალს ლონდონის ცენტრალური სასამართლოს არქივში დაცული მასალები მოჰყავს. არქივში მან აღმოაჩინა მრავალი საქმე, სადაც განაჩენში წერია: „ჩაწერილი სიკვდილი“ (death recorded).

ნაომი ვულფის ინტერპრეტაციით, ეს სიტყვები სიკვდილით დასჯის განაჩენს ნიშნავს, რომელიც თითქოსდა, სისრულეშია მოყვანილი. 

„ბი-ბი-სი“-ს პირდაპირ ეთერში წამყვანმა მწერალს განუმარტა, რომ ეს სიტყვები სრულიად სხვა რამე აღნიშნავდა, კეძოდ: „მოსამართლეს მიაჩნია, რომ ბრალდებულს აქვს შეწყალების მრავალი შანსი“.

როგორც აღმოჩნდა, ნაომი ვულფმა ამის შესახებ არ იცოდა და ეგონა, რომ XIX საუკუნეში ამ სიტყვებს იგივე დატვირთვა ჰქონდა, რაც ახლა.

ამის შემდეგ წამყვანმა ვულფის წიგნის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟზე წამოწია საკითხი. მოზარდი თომას სილვერი ავტორის ვერსიით, ბიჭთან ჰომოსექსუალური კავშირისთვის სიკვდილით დასაჯეს. თუმცა რეალურად, სილვერი ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და სიკვდილით არასდროს დაუსჯიათ.

წამყვანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვიქტორიანულ ეპოქაში ჰომოსექსუალური კავშირისთვის სიკვდილით დასჯის არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რაზეც ვულფმა განაცხადა, რომ მე-19 საუკუნის იურიდიული ტერმინები უფრო დაკვირვებით უნდა იქნეს შესწავლილი. 

Facebook Comments

ახალი დადებული