მეცნიერება

გადამდებია თუ არა ფეხმძიმობა?

გადამდებია თუ არა ფეხმძიმობა? მეცნიერები ამ კითხვაზე პასუხს კარგა ხანია ეძებენ.

„მართალია ფეხმძიმობა არ არის გადამდები როგორც გრიპი, თუმცა ზოგიერთი ფაქტი ადასტურებს, რომ მეგობრები ხშირად ერთდროულად ფეხმძიმდებიან“, – აცხადებენ მეცნიერები. 

ავსტრიულმა გამოცემა Kurier-მა ამ თემას, მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით პუბლიკაცია მიუძღვნა. 

გადამდებია თუ არა ფეხმძიმობა, ამ საკითხზე მეცნიერებმა კვლევა 2014 წელს ჩაატარეს, რომელიც მოგვიანებით ამერიკულ ჟურნალ American Sociological Review-ში გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებაზე გავლენას მეგობრები ახდენენ. „ხშირ შემთხვევაში მეგობრის ფეხმძიმობა დადებით გავლენას ახდენს და მეორე მეგობარსაც ბავშვის გაჩენის სურვილი უჩნდება“, – წერს გამოცემა. 

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 30 წლის ასაკის 1700 ქალის მონაცემი შეისწავლეს. ისინი სკოლის მეგობრები იყვნენ და ურთიერთობებს სწავლის დასრულების შემდეგაც აგრძელებდნენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეგობრები ახდენენ გავლენას ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. მაგალითად როგორიცაა ბავშვის დაბადება. როცა ერთი მეგობარი დაფეხმძიმდა, ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება მეორე მეგობარმაც მიიღო.    

ანალოგიური დასკვნები გააკეთეს მეცნიერებმა 2012 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად. გერმანიაში, ბავარიის მხარეში მკვლევრებმა 42 ათასი ქალის მონაცემი შეისწავლეს. აქედან 7600 ათასი ქალი ამბობდა, რომ დაფეხმძიმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ მეგობარს შვილი შეეძინა. 

„ასეთი მაგალითები იწვევს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, როდესაც ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებთ“, – წერს გამოცემა Kurier-ი. 

Facebook Comments