ხელოვნება და კულტურა

ჯოან როულინგმა ჰარი პოტერზე ოთხი ახალი ისტორია შექმნა

ამ ზაფხულს ჰარი პოტერის ისტორიების მოყვარულებს ჯადოსნური სამყაროს ისტორიებზე შექმნილი ორი ახალი წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა ექნებათ.

ჯოან როულინგმა „მოკლემეტრაჟიანი“ წიგნი-მოთხრობების სერია მოამზადა, რომელშიც 4 ახალი ნაწარმოები შევა.

ჰარი პოტერის თაყვანისმცემლები როულინგის მიერ მოგონილ ზღაპრულ სამყაროში კვლავს დაბრუნდებიან, რათა შეიტყონ ტრადიციული ფოლკლორისა და მაგიის შესახებ, რაც ჯადოსნურ სამყაროს უდევს საფუძვლად.  

სულ 4 ახალი მოთხრობა გამოვა . პირველი ორი 27 ივნისს, ხოლო მოგვიანებით კიდევ ორი სერია დაიბეჭდება.

მსურველებს წიგნის გამოწერა უკვე შეუძლიათ. მოთხრობები ელექტრონულ ფორმატში გამოქვეყნდება და თავიდან რამდენიმე ენაზე: ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად და გერმანულად გამოვა.

Facebook Comments