მარჯანიშვილზე, ერთ-ერთ კაფეში უცხოელ ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში, გვიან ღამით მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან საქართველოს მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი ის იყ, რომ ტურისტები ქართველ ქალთან ერთად ისხდნენ. როგორც შემდგომში გაირკვა, ის მათი გიდი იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. მათი თქმით, დამნაშავეებმა უცხოელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის დაუმორჩილებლობა ედება , მეორეს კი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული