როგორ შეიტყუა ხაფანგში რუსეთში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა ქართველი ბიზნესმენის შვილი- პოლიციის ფაილები

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიციის ფაილები“ მოთხრობილია თბილისში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, ოჯახისთვის ფულის გამოძალვის მიზნით, ბიზნესმენის შვილის გატაცების და დამნაშავეთა დაკავების დეტალები.

მეგონა, ამ ოთახში დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება,-ამის შესახებ გადაცემაში ყოფილი მძევალი, ბიზნესმენ ანზორ დევიძის შვილი ყვება. 

23 წლის სტუდენტის ცხოვრებაში სოციალურ ქსელს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. სწორედ „ფეისბუქის“ მეშვეობით მოახერხა უცნობმა ადამიანმა მასთან დაახლოება და ხაფანგში შეტყუება

სისხლის სამართლის ამ საქმეში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაზარალებულის ოჯახის წევრებმა სრული ნდობა გამოუცხადეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან, რის შემდეგაც დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა მძევლის გათავისუფლების ოპერაცია.

Facebook Comments

ახალი დადებული