უცხოური მედია

აშშ-ში ქალაქის ადმინისტრაციის უკმაყოფილო თანამშრომელმა 12 ადამიანი მოკლა

ქალაქ ვირჯინია-ბიჩში, რომელიც ვაშინგტონიდან 355 კმ-ში მდებარეობს, სახელმწიფო მოსამსახურემ მუნიციპალურ კომპლექსში თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 16:00 სთ-ზე (თბილისის დროით, ღამის 12:00 სთ) მიიღო. კომპლექსში, რომელიც მერიისა და სასამართლოს გვერდით მდებარეობს, კომუნალური მომსახურების ოფისებია განლაგებული.

გამოცემა Wall Street Journal იუწყება, რომ ადამიანი, რომელმაც სროლა ატეხა, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ქალაქის კომუნალური მომსახურების სფეროში და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვეს. 

მუნიციპალურ შენობაში სროლა კომუნალური მომსახურების უკმაყოფილო თანამშრომელმა ატეხა, რომელსაც იქ მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი ჰქონდა -ამის შესახებ განცხადება ქალაქის პოლიციის შეფმა გააკეთა. მისი თქმით, ეჭვმიტანილი შენობაში შევიდა და მაშინვე, განურჩევლად დაიწყო სროლა.

დაშავებულთაგან ერთ-ერთი პოლიციის ოფიცერია, თუმცა ის ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დამნაშავეს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. 

„სროლის დროს 20-მდე თანამშრომელი ერთ-ერთ ოთახში ჩაიკეტა და კართან მაგიდებით მოაწყო ბარიკადები. ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება ჩუმად ყოფილიყვნენ და საბედნიეროდ, გადარჩნენ“,-განაცხადა პოლიციის უფროსმა.  

Facebook Comments