ჯარი

ბავშვთა დაცვის დღე დაღუპული სამხედროების შვილებს იზორიამ მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა. 

2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების შვილებმა სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

მხიარული სტარტების მონაწილე გუნდებს თავდაცვის მინისტრი, სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები გულშემატკივრობდნენ. სპორტული შეჯიბრებების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მედლები წარწერით – „მამის მეგობრისგან“ გადასცა.

ლევან იზორიამ განაცხადა, რომ გარდაცვლილი სამხედროების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. იუნკერებმა ბავშვები ბურთებითა და ბადმინტონებით დაასაჩუქრეს.

დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის მხიარულ სტარტებს ორგანიზება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ უსასყიდლოდ გაუწია.

Facebook Comments