ბიზნესი

თბილისის ცენტრში, „გალერიათბილისში“, ქართული ბრენდის სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნება

თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერიათბილისში“, ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნება.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტუმრებს კოფორტულ გარემოს სთავაზობს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ეს იქნება პირველი სასტუმრო, რომელიც სავაჭრო ცენტრში იქნება ინტეგრირებული და სოციალურად აქტიურ სტუმრებს ხელს შეუწყობს დაგეგმონ და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ, ქალაქის ცენტრში გაჩენილიყო ადგილი, სადაც ადამიანი შეძლებდა სასიამოვნო გარემოში ძალების სრულფასოვან აღდგენას. მომხმარებელს ვპირდებით დედაქალაქის ცხოვრებაში მონაწილეობის საინტერესო დასაწყისს და სრულ კომფორტს. “ – აცხადებს სასტუმრო „რადიუსი“-სგენერალური დორექტორი ელენე შარიქაძე.

სასტუმრო „რადიუსი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით.

Facebook Comments