იაპონიამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეკრულებაზე უარი განაცხადა

იაპონიის ხელისუფლება უარს აცხადებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩარჩო ხელშეკრულების დადებაზე მიმდინარე წლის ივნისში, ოსაკაში „ოცეულის“ შეკრების დროს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ასახი“ ავრცელებს.

მიზეზად სახელდება ფაქტი, რომ მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება ისტორიული მომენტებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მანამდე იაპონია იმედს ამყარებდა სამიტ G20-ზე, სადაც  სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩარჩო ხელშეკრულებაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბეს შეხვედრა უნდა გამართულიყო.

ტოკიოში 1956 წლის სსრკ-იაპონიის ხელშეკრულების დადასტურება სურდათ,- იუწყება ТАСС. სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტში მოსკოვი კეთილი ნების გამოხატვით სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ აპირებდა იაპონიისთვის გადაეცა შიკოტანის კუნძული და ასევე რამდენიმე უკაცრიელი კუნძული  (იაპონიაში მათ ხაბომაის უწოდებენ). ამის შემდეგ იაპონია აპირებდა სამხრეთ კურილებზე დარჩენილი ორი კუნძულის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას.

რუსული მედიის ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან ორი ქვეყნის საგარეო უწყებების დონეზე მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, რომელზეც გაირკვა, რომ რუსეთი შეშფოთებულია კუნძულებზე სახმელეთო სისტემების Aegis Ashore განთავსების შესაძლებლობით. ასევე, რუსეთმა მოითხოვა, ცნობილი იყოს კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილის სსრკ-ს შემადგენლობაში შესვლა, როგორც  მეორე მსოფლიო ომის შედეგი. იაპონიამ ამ მოთხოვნას მიუღებელი უწოდა.

ტოკიოში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე დიდხნიან პერსპექტივაში მაინც გაგრძელდება.

Facebook Comments

ახალი დადებული