ხელოვნება და კულტურა

გიორგაძე – გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარის არაადექვატური ქმედებების გამო, შეხვედრა არ შედგა

შეხვედრა საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარის არაადექვატური ქმედებების გამო არ შედგა,- ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ  ასოციაციის წევრებთან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. შეხვედრის შესახებ.

მიხეილ გიორგაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, რაზეც მოგვიანებით ჩატარებული ბრიფინგი მეტყველებს.

“საქართველოში გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ სამინისტროში დაგეგმილი იყო შეხვედრა მინისტრის სწორედ იმ მოადგილეებთან, რომლებიც კურირებენ სწორედ იმ საკითხებს, რომელზეც ამ შეხვედრაზე უნდა ყოფილიყო საუბარი. თუმცა შეხვედრა არ შედგა სრულიად გაუგებარი მიზეზით – საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარის არაადექვატური ქმედებების გამო.

შეხვედრის გამართვის შემდგომი შეთავაზებების უარყოფა გვაფიქრებინებს, რომ ეს ეს გადაწყვეტილება და ეს ქმედება იყო სწორედ პოლიტიკურად ანგაჟირებული, რაშიც კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნა მოგვიანებით ჩატარებულმა ბრიფინგმა, უცხოელი სტუმრების კომენტარებმა, სადაც ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს იყო ერთის მხრივ დეზინფორმაცია, რომელსაც კოლეგები საქართველოში საერთაშორისო ასოციაციას აწვდიან და მეორეს მხრივ, წმინდა წყლის დესტრუქცია, მე დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და შესაბამისად აფასებს” ,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, მწერალთა და გამომცემელთა ნაწილი განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილე მიხეილ გიორგაძეს უნდობლობას უცხადებს.

საგანგებო პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ მწერლები და გამომცემლები: ლაშა ბუღაძე, პაატა შამუგია, ერეკლე დეისაძე, რატი ამაღლობელი და გვანცა ჯობავა. მათი ინფორმაციით, წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდნენ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები, რომლებიც ქართველ მწერლებთან და გამომცემლებთან ერთად უნდა შეხვედროდნენ განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს, თუმცა მიხეილ გიორგაძე მათ არ შეხვდა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni