ჯანდაცვა

საქართველოში ორი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება

ჩინური კომპანია საქართველოში ორ ფართოპროფილურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ააშენებს.

“პროექტი უკვე შეთანხმებულია ქვეყნის ხელისუფლებასთან” – განაცხადა საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ. 

მან მნიშვნელოვანი უწოდა ფაქტს, რომ პროცესში ჩართული არიან  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის პროგრამების გაუმჯობესების მიზნით.

მისი თქმით, დღეს ბევრი ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტია საავადმყოფოში, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს.

“მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებს ესმოდეთ, რომ მკურნალობა არ მიმდინარეობს მხოლოდ საავადმყოფოში და ეს იზოლაცია არ არის ყველაზე ეფექტური მეთოდი მკურნალობის პერიოდში. პირიქით, უმჯობესია თუკი პაციენტი იქნება ნაცნობ გარემოში, მის ოჯახის წევრებთან ერთად“, – აღნიშნა კილაძემ.

კილაძემ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია საზოგადოებაში აქტიური კამპანიის ჩატარება, განსაკუთრებით სკოლებში, რადგან მოზარდები უფრო მეტად ტოლერანტულები გახდნენ მათ მიმართ.

Facebook Comments