ხელოვნება და კულტურა

„ჩერნობილმა“ რეიტინგში „სამეფო კარის თამაშებს“ გაუსწრო და ისტორიაში ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა

HBO-სა და Sky-ს მინი სერიალი „ჩერნობილი“ისტორიაში ყველაზე პოპულარული ფილმი გახდა. რეიტინგში „250 ტელეშოუ მაყურებელთა ყველაზე მაღალი შეფასებით“ , რომელიც IMDb-ზე ქვეყნდება, სერიალმა პირველი ადგილი დაიკავა და რამდენიმე პოზიციით უკან ჩამოიტოვა „სამეფო კარის თამაშები“. 

ფილმმა, რომელიც მაყურებელს ჩერნობილის ბირთვულ სადგურზე მომხდარ ავარიაზე მოუთხრობს, 10-დან 9,6 ქულა მიიღო. მთავარ როლებში ემილი უოტსონი, სტელან სკარსგარდი და ჯარედ ჰარისი მონაწილეობენ. 

სერიალის სცენარისტია კრეიგ მეიზინი, რომელსაც უკრაინელი ემიგრანტების შთამომავალი დორა ხომიაკი უწევდა კონსულტაციას. თუმცა მთავარი კონსულტანტები იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმ პერიოდში პრიპიატში ცხოვრობდნენ, ასევე ის ხახლი, რომელიც კატასტროფის ლიკვიდაციაში იღებდა მონაწილეობას. 

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკრაინისა და ბელარუსის მცხოვრებლები იგრძნობენ – ჩვენ მათ სწორად გავუგეთ. ტანსაცმელი, ვარცხნილობა, ტრადიციები, კულტურა, ყველაფერი რეალობას შეესაბამება. ამ ფორმით ჩვენ გამოვხატეთ მათდამი პატივისცემა“,-ამბობს სცენარის ავტორი. 

როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, ეს არ არის ფილმი კატასტროფაზე. ეს არის ფილმი ადამიანებზე, რომლებიც სიცოცხლეს სწირავდნენ ისეთი კატატსტროფის ლიკვიდაციას, რომელსაც მთელი ევროპის განადგურება შეეძლო.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni