საგარეო პოლიტიკა

აშშ-თურქეთი საერთო ენის გამონახვას ცდილობენ

აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის შეთავაზებულ წინადადებას, შეიქმნას ერთიანი სამუშაო ჯგუფი, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს “S-400”-ის შეძენა-გამოყენებასთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატების ლიდერი პოზიტიურად აფასებს თურქი კოლეგის იდეას. მანამდე ერდოღანმა რამდენჯერმე შესთავაზა ტრამპს შეექმნათ ერთიანი სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირებით.

პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება შეისყიდოს რუსული სამხედრო დანადგარები.

ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ საკითხის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ იაპონიაში, G20 სამიტის მიმდინარეობისას.

თავის მხრივ ოფიციალური ვაშინგტონი ფიქრობს, რომ “S-400“ არ წარმოადგენს ნატოს სტანდარტებს და შესყიდვის გადაწყვეტილების გამო, თურქეთს სანქციების დაწესებით ემუქრებოდა.

Facebook Comments