ცხოველები

ახალციხეში, ავტომობილში გველი შეძვრა და ვერ პოულობენ

ახალციხეში, ხაშურის ქუჩის მცხოვრების ავტომობილში გველი შეძვრა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ იუწყება.

ავტომობილის მფლობელის თქმით, გველი ავტოფარეხის წინ იწვა, შემდეგ კი საბურავზე აძვრა და მანქანაში შეძვრა.

„ჯერ საბურავზე აძვრა. დავქოქე ავტომობილი და გამოვიყვანე, მეგონა, ჩამოვარდებოდა. მეზობელი აკვირდებოდა და არ დაუნახავს, რომ რამე ჩამოვარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გველი მანქანაშია“,-აცხადებს მანქანის მფლობელი.

ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფმა ავტომობილს საბურავები მოხსნეს, მანქანაში კი, გველის საწინააღმდეგო საწამლავი მოაფრქვიეს. 

„სანამ არ დავინახავ, რომ გველი გამოიყვანეს, ავტომობილში არ ჩავჯდები“,-განუცხადა ჟურნალისტებს ავტომობილის მეპატრონემ. მისი თქმით, ამ რაიონში გველები გასულ წელსაც ნახეს, ისინი მდინარიდან ამოდიან. 

Facebook Comments
თეგები