სპორტი

ძალოსანთა ნაკრებმა ფიჯიზე პირველი მედალი მოიპოვა

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ ატაცში 136 და 142 კილო დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ასევე საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა. 
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 163 და 168 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში 310 კილოგრამი დააგროვა. 

მსოფლიოს პირველობა ფიჯიზე 2 ივნისს დაიწყო და 8 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირზე კიდევ 3 ქართველი ლომია თებიძე, ირაკლი ჩხეიძე და თორნიკე ტაბატაძე იასპარეზებს. 

Facebook Comments