სპორტი

ბეკენბაუერი: კლოპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია

ფრანც ბეკენბაუერმა ჟურნალისტებთან საუბრისას იურგენ კლოპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. 

„ბაიერნის“ ყოფილმა პრეზიდენტმა „ლივერპულის“ მწვრთნელზე თქვა, რომ იურგენ კლოპი ახლა გერმანული ფეხბურთის სახეა და მას თამაშის სწრაფად გადაწყობა შეუძლია. 

1 ივნისს „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. კლოპის გუნდმა ფინალში „ტოტენჰემს“ ანგარიშით 2:0 მოუგო. მანამდე, 4 წლის განმავლობაში იურგენ კლოპი დორტმუნდის „ბორუსიას“ წვრთნიდა.

Facebook Comments