ეკონომიკა

„ისტორიაში პირველად ერთი ლიტრი რეგულარის ფასი 2.49 ლარს გადაცდა“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საწვავის ფასებთან დაკაშირებით წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო 2 თვეში საწვავი, საშუალოდ 22 თეთრით გაძვირდა. ერთი ლიტრი რეგულარის ფასი ისტორიაში პირველად 2.49 ლარს გადაცდა. „გილოცავთ“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საწვავი ასეთი ძვირი არასოდეს ყოფილა. პ.ს. შემდეგ თვეში ველოდებით, ინფლაციის თარგეთიდან, კიდევ უფრო გადახრას,“-წერს ბაირახტარი „ფეუსბუქის“ საკუთარ გვერდზე.

რაც შეეხება ცალკეულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასს, დღეის მდგომარეობით, „ვისოლის“ სადგურებზე 1 ლიტრი „ეკო სუპერის“ ტიპის საწვავი 2.69 ლარი ღირს; „ეკო პრემიუმი“ – 2.59 ლარი; „ეკო დიზელის“ ფასი – 2.67 ლარია; „ევრო რეგულარის“ შეძენა მოქალაქეებს 2.49 ლარად შეუძლიათ; „ევრო დიზელის“ ფასი 2.62 ლარია; „დიზელ ენერჯი“ კი 2.53 ლარი ღირს.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის საწვავი – 2.63 ლარი ღირს; 1 ლიტრი პრემიუმის ფასი – 2.53 ლარია; რეგულარი – 2.43 ლარი; ევრო დიზელი – 2.58 ლარი; დიზელი კი – 2.50 ლარი ღირს.

„ლუკოილის“ სადგურებზე ევრო სუპერი ტიპის საწვავის ღირებულება – 2.61 ლარი, პრემიუმ ავანგარდის – 2.51 ლარია, 1 ლიტრი ევრო რეგულარი – 2.41 ლარი, ხოლო ევრო დიზელი – 2.59 ლარი ღირს.

რაც შეეხება „რომპეტროლს“, მის სადგურებზე 1 ლიტრი სუპერის ტიპის საწვავი – 2.69 ლარი ღირს, ევრო პრემიუმის ფასი – 2.59 ლარს, ევრო რეგულარი – 2.49 ლარს შეადგენს, efix ევრო დიზელის ყიდვა მოქალაქეებს – 2.62 ლარად, ხოლო ევრო დიზელის – 2.53 ლარად შეუძლიათ.

„გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი სუპერის ტიპის საწვავის ღირებულება – 2.62 ლარს, G-Force პრემიუმის – 2.51 ლარს, G-Force ევრო რეგულარის – 2.46 ლარს შეადგენს. 1 ლიტრი რეგულარის ფასი – 2.40 ლარი, G-Force ევრო დიზელის – 2.62 ლარი, დიზელის კი – 2.55 ლარია.

Facebook Comments