მეცნიერება

მეცნიერები-ნეგატივი ვირუსივითაა, რაც მეტი დაავადებული მეგობარი გყავთ, მით მეტია ინფიცირების რისკი

ფსიქოლოგიური მდგომარეობა გადამდებია, განსაკუთრებით ხანგრძლივი ურთიერთობისას. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ტვინში არსებობს სარკისებრი ნეირონები, რომელიც პასუხისმგებელია ემპათიაზე და საშუალებას იძლევა, თავი სხვა ადამიანის ადგილზე წარმოვიდგინოთ. მართალია, აღნიშნული უნარი სასარგებლოა, მაგრამ მას ნეგატიური მხარეც აქვს.

ნეგატივი წარმოშობს ნეგატივს.

ინდიანას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხვისი აზრი ჩვენს ქცევებზე მოქმედებს. ფსიქოლოგების თქმით, ნეგატიურ შეხედულებებს დიდი წონა აქვს და გაცილებით ძლიერად შეუძლია ზემოქმედება, ვიდრე პოზიტიურს. 

ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ახლობლების ფსიქიკაზე ადამიანის ემოციური მდგომარეობის გავლენა შეისწავლეს. მათი თქმით, ემოციის გავრცელება ვირუსული ინფექციისავით ხდება, ამასთან ნაღვლიანი განწყობა უფრო ადვილი გადამდებია, ვიდრე სასიხარულო. სხვა სიტყვებით, გახარებული მეგობარი ჩვენს სიხარულს 11%-ით ზრდის, როცა უბედური – ჩვენს უბედურებას აორმაგებს.

ფსიქოლოგები ნეგატიურ ემოციას გრიპს ადარებენ: რაც უფრო მეტია თქვენს გარშემო დაავადებული მეგობარი, მით უფრო მაღალია თქვენი დაავადების რისკი.

გინდათ თუ არა, ფაქტია, რომ გარშემომყოფთა განწყობა თქვენს ქმედებებზე ზეგავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, მეცნიერების რჩევაა, არ მიუშვათ ზედმეტად ახლოს ნეგატიური ადამიანები. მათთან მუდმივი კონტაქტი სავალალო ნაყოფს გამოიღებს. ამიტომ, შემოიკრიბეთ გარშემო პოზიტიური ადამიანები, რომლებიც თქვენზეც პოზიტიურად იმოქმედებენ.

ნეგატივთან შეჯახებისას, ეცადეთ, დადებითი განწყობით უპასუხოთ. პოზიტიური ემოციები ისეთი გადამდები არ არის, მაგრამ ეს საუკეთესოა, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია ცუდ ხასიათზე მყოფი ადამიანისთვის.

Facebook Comments
თეგები