ბიზნესი

გიორგი ჩიკვაიძე – Azimut Benetti Group მსოფლიოს გარშემო 50 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, იტალიის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა.

როგორც ღონისძიების პარტნიორი კომპანიის, Azimut Yachts ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გიორგი ჩიკვაიძემ განაცხადა, წელს Azimut Benetti Group მსოფლიოს გარშემო 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„შესაბამისად, ჩვენი კომპანია ბევრ სხვა იტალიურ კომპანიასთან ერთად ზუსტად ამ ფორმატში იყო წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას იტალიის საელჩოს საქართველოში ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის“,-აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე. 

ლუქს კლასის იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Benetti Group საქართველოში გასულ წელს შემოვიდა. აღნიშნული კომპანია იახტების მშენებლობაში მსოფლიო ლიდერია. „აზიმუტის“ იახტები 200 ათასი ევროდან იწყება და სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, დიპლომატები, ბიზნესმენები, ასევე ქვეყნის პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. 

Facebook Comments
თეგები