უცხოური მედია ცხოველები

პეტერბურგში დოგჰანტერ ქალს, რომელიც ქუჩის ძაღლებს კლავდა, მოწამლული ხორცი აჭამეს

სანქტ პეტერბურგში მეტროსადგურ „სპასკაიასთან“ ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ძაღლებისთვის მოწამლულ საკვებს ყრიდა, რასაც არა მხოლოდ ქუჩის მაწანწალა ძაღლები, არამედ შინაური ცხოველებიც ემსხვერპლნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ერთ-ერთი ძაღლის პატრონი, რომელიც მიხვდა, რაც ხდებოდა, ქალს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მოწამლული ხორცის ნაჭერი პირში ჩატენა.  

საავადმყოფოში დოგჰანთერს კუჭის ამორეცხვა ჩაუტარეს, მედიის ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „რენ ტვ“ იუწყება, ქალი პოლიციაში საჩივრის შეტანას არ აპირებს, რადგან თავად შეიძლება გახდეს ბრალდებული ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო. 

Facebook Comments