ტექნოლოგია

KLM-მა ჯიმი ჰენდრიქსის ელექტროგიტარის სახელწოდების ახალი თვითმფრინავი წარმოადგინა

ნიდერლანდების ავიაკომპანიამ KLM წარმოადგინა ორად გაყოფილი, V-ს მსგავსი თვითმფრინავის მოდელი, რომელის ექსპლუატაციაში შესვლაც 2040 წლისთვის იგეგმება. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

პერსპექტიულმა საჰაერო ხომალდმა დასახელება Gibson Flying-V მ ცნობილი ელექტროგიტარისგან იიღო, რომელზეც ჯიმი ჰენდრიქსი და კიტ რიჩარდსი უკრავდნენ.

თვითმფრინავის უპირატესობა ორ ტურბოვენტილატორულ ძრავაში მდგომარეობს, რომლებიც ფრთებზეა განთავსებული. აეროდინამიური დიზაინის მეშვეობით, ის 20 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ვიდრე Airbus A350.

თვითმფრინავი 315 მგზავრზეა გათვლილი.

Facebook Comments