Advertisements

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენა სრულდება – მუნიციპალიტეტის მერია ფოტოებს აქვეყნებს

ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია დასასრულს მიუახლოვდა.

Nusagi

აღდგენითი სამუშაოები უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. მოუვლელობის გამო, ბაღი თითქმის სრულად იყო განადგურებული.

გაიწმინდა ტერიტორია, დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, დამონტაჟდა სარწყავი, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. ტერიტორია უზრუნველყოფილია ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით. აშენდა სამი საპირფარეშო და სალარო ჯიხურები. დასრულდა მებაღის სახლისა და ორანჟერეის მშენებლობაც.

ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა. 

ამ ეტაპზე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შიდა ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ რეაბილიტირებული ბაღის ფოტოები გამოაქვეყნა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული