სამართალი

ცესკოს თავმჯომარემ ელენე ხოშტარიასა და ნინო გოგუაძის მოთხოვნები დააკმაყოფილა

“ევროპული საქართველო- თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა ელენე ხოშტარიამ და ნინო გოგუაძემ ცესკოს თავმჯდომარე იპოვეს და შეხვდნენ. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მიღწეულია შეთანხმება, რომ ამომრჩეველთა სიაში მოქალაქეთა მონაცემები პლანშეტებითაც გადამოწმდება.

“გაუგებარია საერთოდ რატომ დასჭირდა ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა იმ ელემენტარულ რამეს, რომ ყველა ადამიანი იყოს გადამოწმებული სიაში არის თუ არა ამ უბნის ამომრჩეველი. გაუგებარია რატომ შეგვიქმნეს პრობლემა საერთოდ. ამ ძალიან უსაგნო კამათის შემდეგ, რომელიც უკვე რეგულირდება, შეთანხმებას მივაღწიეთ და ცესკო ინსტრუქციას გასცემს, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს სიით და მერე პლანშეტით თუ იქნება ეჭვი. წარმოუდგენელია, რომ ამას ნახევარი დღე სჭირდებოდეს და მოსვლა ცესკოში და რაღაც ბარიერების გადალახვა. ყველა მთავრობის პირობებში, ყველა უნდა შეეჩვიოს, რომ ცესკო ასრულებს კანონს და არა პარტიულ დავალებებს”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

19 მაისს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის შედეგად 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41,01% მიიღო, მეორე ადგილზე (36,84%) კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე გავიდა.

Facebook Comments