კრიმინალი

აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა და ერთი კაცი მოკლა

სოფელ აგარაში მკვლელობა მოხდა. კაცმა ცივი იარაღით ცოლი დაჭრა, ერთი კაცი კი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ცოლის მეგობარი კაცია.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანაშაულის ჩამდენ პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა დაკავებული არ არის.

როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Facebook Comments