პოლიტიკა

აშშ – ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცალსახაა – ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია

ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“შეერთებული შტატები არ აღიარებს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონში 9 ივნისს გაიმართა და არც მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცალსახაა – ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორისაა, მისი ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა”,- ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
თეგები