პოსტები სოციალური ქსელიდან

,, ბატონ კახაძეზე მინდა ერთი ისტორია მოვყვე”-ნინო გელდიაშვილი

,, ბატონ კახაძეზე მინდა ერთი ისტორია მოვყვე. ასე 33 წლის ვარ და კუჭის თითქმის პერმანენტული ტკივილები დამეწყო. გამოკვლევაზე წამიყვანა მეუღლემ. იქ მისი საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო ექიმი და საუკეთესო პიროვნება შეგვხდა და უთხრა მალხაზის, მოდი, ვიდრე კუჭის გამოკვლევას დავიწყებთ, ლადოს შევუაროთ, რას გვეტყვისო. ბევრი წყალი დამალევინეს, რასაც ცოტა დალოდება დაჭირდა.

შევედი. ამ სიტუაციას წყალი და ლოდინი რად უნდოდაო. მერე მე მკითხა, რამდენი შვილი გყავთო. ორი-თქო, ბატონო ლადო, მივუგე. გოგონები თუ ბიჭებიო, მკითხა; ორი ბიჭი-თქო. ხოდა, აგერ მესამეც, თითქმის 3 თვისო, ისე თბილად და გულიანად მითხრა, თან გახარებულმა დაამატა.

კუჭი კი არა, ეს პატარა გიქმნით ცოტა დისკომფორტს, მაგრამ მომავალში თქვენი იმედი იქნებაო და ასეცაა.
მჯერა, რომ ყველა ადამიანს, ვისაც ბატონ ლადო კახაძესთან შეხება ქონია, მისდამი დიდი პატივისცემა და სიყვარული აქვს. პოლიტიკოსები ხალხს არ უყვარს, ამიტომ მე მის ადგილზე პოლიტაკაში არ წავიდოდი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ვცდებოდე და პოლიტიკას კარგი ადამიანები უნდა ქმნიდნენ. ვნახოთ “
-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო გელდიაშვილი

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured