პოსტები სოციალური ქსელიდან

ზაზა სარალიძე წერილს აქვეყნებს-,, კარგად წაიკითხეთ ვისაც გეხებათ”

2017 წელს  ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. “ეს ბოლოა და კარგად წაიკითხეთ, ვისაც გეხებათ”, – წერს სარალიძე.

ზაზა სარალიძეს სწორად არ მიაჩნია მისი გმირად შეფასება და წერს, რომ მისი გმირობა და მოღვაწეობა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დასრულდა. მოკლული მოზარდის მამა “წითელი ჯიპის” მფლობელის მოძებნას ითხოვს.

,,ეს ბოლოა და კარგად წაიკითხეთ ვისაც გეხებათ.
ზაზა სარალიძის შვილის ნაირი სადისტურად დაჩეხილი შვილები არ მოგაკლოთ ოჯახებში და სანათესაოში ვინც ჩემ შვილს და ოჯახს ლანძღავთ
.

მოგი@@ანთ მთავრობაც და ოპოზიციაც.
თქვენ მასე საქართველო ვერ გადაარჩინოთ.

გმირობის ფასი და განმარტებაც არ იცით თქვე ოჯახ ჩა@@ნულებო.

გმირი მაშინ ვიქნებოდი როცა შვილებს და მის მომავალს ადამიანებად ჩამოყალიბებულს შევხედავდი და ქვეყნისთვის გამოსადეგარ მომავალს შევქმნიდი.

ჩემი გმირობა და მოღვაწეობა 2017 წლის 1 დეკემბერს დასრულდა სი@ებო.

როგორც ჩემი გვარის განშტოება განადგურდა ჩემი მხრიდან ისე ვნახავ განადგურებულს ყველა უსაფუძვლოდ მოყვირალი ხალხის განშტოებას.

აწი რაც გინდათ ის ილაპარაკეთ.
მოგი@@ანთ თქვენი წილი ჩამპალი საქართველო.
პ.ს.
კაკუბავას შეახსენეთ მაგ ოჯახმო@@ნულს რაც ილაპარაკა არ დამვიწყებია და აბა არ დაგიმტკიცებია რაც დათოზე ილაპარაკეთქო.

51 სკოლას მოკითხვა შეუთვალეთ და შეახსენეთ რო გამოაჩინოს ა.ს.-ს დახასიათებები,რომლებიც გადამალა.
სანამ კიდე დრო არის და სისხლს სისხლი არ დამატებია.

ინციდენტში მონაწილე ბავშვების მშობლებმა,თქვენ შვილებს თვალებში ჩახედეთ და თუ იქ შიში ამოიკითხეთ მოტ@ნული გაქვთ პატრონი,ესე იგი თქვენც ჩემსავით წაგეშალათ მომავალი.
წიტელი ჯიპის პატრონი მოძებნეთ და აზრზე მოიყვანეთ,ყველაფერი კარგად ვიცი და მისდასამწუხაროდ არა მარტო მე ვიცი……
პროკურორებმა ან სიმართლე ილაპარაკონ ანდა 12 ჭრილობა მარტო დათოს სხეულზე არც ყოფილა არც არის და არც იქნება.

ფიფია ნაბიჭვარო ჩემი ალალი ბიძაშვილის ძმაკაცად რო ასაღებდი თავს და ნაგლად მიმალავდი მკვლელებს,არ გეგონოს ვინმემ დაგიცვას.ან ილაპარაკე ბიძიკო სიმართლე ან მოვაღწევ შენამდეც.

ვინც ჩემი ოჯახი სარლიცინოდ და საჭორაოდ გამოიყენოს მოგიტ@ანთ ოჯახები.
თქვენი @ლე ტვინებიდან ამოფრქვეულ აზრებს ჩემი ცოლშვილი კითხულობს თქვენი ცოლშვილი და მომავალი მოვ@@ან. ყველას დრო დადგება ნელნელა.”
– წერს იგი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

Facebook Comments

Featured