ეს საინტერესოა

ქალმა თავის სახლთან, ვიდეოზე უცნაური არსება აღბეჭდა

აშშ-ში მცხოვრებმა ქალმა, ვივიენ გომესმა ფეისბუქზე უცნაური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მის სახლთან დამონტაჟებული ვიდეოკამერის მეხსიერებაში აღმოჩნდა. უცნაური არსება ჰარი პოტერის პერსონაჟ ელფს ჰგავს, ამის შესახებ Fox News იუწყება.

კადრებში ჩანს პატარა ფიგურა წვრილი ფეხებითა და დიდი ყურებით.

„თავიდან დავინახე ჩრდილი, რომელიც ჩემი სახლის კარიდან გამოდის, შემდეგ გამოჩნდა ეს რაღაც.. ვინმეს უნახავს თავის კამერაზე მსგავსი რამ?“,-წერს ქალი.

თვითერზე რამდენიმე მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ერთ ადგილას ორი ჩრდილი ჩანს. მათი ვარაუდით, ვიღაცამ ელფის მსგავსი თოჯინა შექმნა. 

Facebook Comments
თეგები