ცხოველები

ციმბირში მამაკაცმა დათვს კბილებით ენა ამოაგლიჯა

ციმბირში, ტუვის რესპუბლიკის მცხოვრებმა 29 წლის მამაკაცმა დათვს, რომელიც მას თავს დაესხა, კბილებით ენა ​ამოაგლიჯა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

29 წლის ნიკოლაი იგრიტი ამჟამად საავადმყოფოშია და მკურნალობის კურსს გადის. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კი, მას ჯარიმის გადახდა მოუწევს.

სამი მეგობარი პიი-ხემსკის რაიონში ტყეში შევიდა მარალის რქების შესაგროვებლად. 

„როდესაც დათვი დავინახე, მოულოდნელობისგან გავშეშდი, არანაირი იარაღი არ გამაჩნდა, დანაც კი. ყვირილით გავიქეცი, მეგონა, თავს დამანებებდა, მაგრამ გამომეკიდა და დამიჭირა. თავში მუშტი ჩავარტყი, მაგრამ წამაქცია“,-ყვება ნიკოლაი. მისი თქმით, რაღაც მომენტში, სისხლისგან დაცლილმა შეძლო, მტაცებელს პირით ენაზე ჩაფრენოდა. დათვი სიმწრისგან უკან გადაქანდა, მოწინააღმდეგეს კი კრიჭა შეეკრა… შედეგად, დათვი ენის გარეშე დარჩა, მამაკაცი კი, გადარჩა.

მეგობრებმა დაშავებულის საავადმყოფომდე მიყვანა მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს. პირველადი დახმარების შემდეგ, ისინი პოლიციამ დაკითხა. მათზე ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიწერა ტყეში კოცონის დანთების გამო. 

Facebook Comments
თეგები