კრიმინალი

აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც “პირველს” კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციული განყოფილებიდან აცნობეს,- დაჭრილი ქალი იმყოფება აპარატულ სუნთქვაზეა. ქალს დაზიანებული აქვს ღვიძლი, კუჭი, ფილტვები, რამდენიმე ადგილზე – ნაწლავები.

10 ივნისს მას მეუღლემ სხეულის სხვადასხვა არეში დანით 11 ჭრილობა მიაყენა, რომელთაგან უმრავლესობა გულმკერდისა და მუცლის ღრუს არეშია.

10 ივნისს სოფელ აგარაში მკვლელობა მოხდა. კაცმა ცივი იარაღით ცოლი დაჭრა, ერთი კაცი კი მოკლა.

გუშინვე სამართალდამცველებმა 1966 წელს დაბადებული ა.ხ. განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები0

Facebook Comments