პოლიტიკა

გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას ყეყეჩი უწოდა – დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკისა და “ევროპულ საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა.

ვოლსკიმ გიგა ბოკერიას მიმართა და განაცხადა, რომ მისგან განსხვავებით, ქვეყანას ბევრი პატრიოტი ადამიანი ყავს, რომელიც ხალხს ყავარჯნებით ხელში არ აუპატიურებდა.

“რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს. არათუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, არიან პატრიოტები და რომლებსაც თქვენგან განსხვავებით, ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებია და არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით, როგორიც თქვენ ხართ” – აღნიშნა ვოლსკიმ.

მროდესაც გიგა ბოკერიამ ამის გამო, პროტესტი ხმამაღლა გამოთქვა, გია ვოლსკიმ მას ყეყეჩი ადამიანი უწოდა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni