პოლიტიკა

გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას ყეყეჩი უწოდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გია ვოლსკისა და გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წერვი პასუხობდა გიგა ბოკერიას განცხადებას, სადაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ოცნებას“ თავის რიგებში ყავს კომუნისტური პარტიის წევრები, მათ შორის ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორი გია ვოლსკი.

ბოკერიას საპასუხოდ გია ვოლსკიმ აღნიშნა, იმ ადამიანებს, რომლებზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით ადამიანები არ გაუუპატიურებიათ.

„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არა თუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებია, არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით, როგორც თქვენ ხართ”, – მიმართა გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას.

გიგა ბოკერიამ საპასუხოდ ვოლსკის უზრდელი და ცეკა-ს ინსტრუქტორი უწოდა. გია ვოლსკიმ კი გიგა ბოკერიას ყეყეჩი უწოდა.

Facebook Comments