უცხოური მედია

ზელენსკიმ ავაკოვისა და ლუცენკოს გათავისუფლებაზე რადას მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ 15 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა . ამასთან, პარლამენტს შს მინისტრის, არსენი ავაკოვისა და გენპროკურორის, იური ლუცენკოს გადაყენების შესახებ დოკუმენტები გადაუგზავნა. ინფორმაციას Настоящее Время ავრცელებს.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინს, ზელენსკიმ ერთხელ უკვე სცადა მისი გათავისუფლება, თუმცა რადამ მინისტრის გაშვებაზე უარი განაცხადა. 

შეძლებს თუ არა ზელენსკი რადას მეშვეობით არსენი ავაკოვის გათავისუფლებას, მალე გახდება ცნობილი. პოლიციელების მიერ 5 წლის ბიჭის მკვლელობის ტრაგიკულმა ისტორიამ საზოგადოებაში შს მინისტრის მიმართ საკმაოდ მძლავრი უარყოფით მუხტი გამოიწვია. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რადა მოსახლეობის გულის მოსაგებად მხარს დაუჭერს ავაკოვის გადაყენებას.

Facebook Comments